შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი“ X-Ray Radar-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

X-Ray Radar შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რადარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება დიდი დრო რადიაციული დაბინძურების მოსაძებნად.

”ინტერპრესნიუსი” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პროექტის იდეა თემის სიმწვავიდან გამომდინარე გაჩნდა, უამრავ ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემა მაღალი რადიაციული დასხივების გამო. ვფიქრობთ, რომ გარემოსდამცველი და მსგავსი ორგანიზაციები ინტერესს გამოიწვევს რადარი. მომავალში იგეგმება მისი როგორც ფუნქციონალური გაუმჯობესება, მიმდინარეობს ასევე დიზაინზე მუშაობაც'', - ამბობს ერთ-ერთი ავტორი დავით გოგიტიძე.

”აღსანიშნავია, რომ პროდუქტი გაუმჯობესებული ვარიანტია, ვინაიდან ადამიანები მასთან შეხებისას დასხივებას არ ღებულობენ. მანამდე არსებული საზომი საშუალებები ოპერატორის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც დაბინძურების აღმოჩენის პროცესის გახანძლივების გამო, მომხმარებელის სიცოცოცხლე ფატალურად დასრულებულა რადიაციის სასიკვდილო დოზის გამო. აღნიშნულ მოწყობიბლობას არ ესაჭიროება ხანგრძლივი დრო ძებნისთვის, ის მომენტალურად გვაჩვენებს რა მიმართულებით და რა სიმაღლეზე არის საშიში ნივთიერება”, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

’’ვგეგმავთ ჩვენი პროექტი ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ 23-24 აპრილს თურქეთში ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი და რობოტ კლუბი მონაწილეობას მიიღებს მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრში“ - აღნიშნავს რობოტ კლუბის ხელმძღვანელი გიორგი უსანეთაშვილი.

InterPressNews.Ge

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია