რუსთავის #5 საჯარო სკოლაში 11 მოსწავლე თხევადი ფოსფორის შესუნთქვის შედეგად შეუძლოდ გახდა. როგორც #5 საჯარო სკოლის დირექტორი, არსენ დემეტრაშვილი აცხადებს, მე-5 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ თხევადი ფოსფორის ღამის სანათი სკოლაში მიიტანა, ბავშვებმა პლასტმასის კაფსულა კლასში გახსნეს და შეუძლოდ გახდნენ.
”ერთ-ერთ კლასში ბავშვს აღმოაჩნდა თხევადი ფოსფორის კაფსულა, როლსაც ღამის სანათად იყენებენ. ბავშვებმა შესვენებაზე ეს კაფსულა გახსნეს, კლასში სუნი დადგა, შესუნთქვის შედეგად კი 11 ბავშვი ღებინების შეგრძნებითა და თავბრუსხვევით ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. საავადმყოფოში მათ პროფილაქტიკის მიზნით გადასხმა გაუკეთდათ. სპეციალისტების განმარტებით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათ საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვეს“ , - განაცხადა #5 სკოლის დირექტორმა არსენ დემეტრაშვილმა.
მე-5 სკოლის მოსწავლეები ბავშვთა საავადმყოფოში რუსთავის მერმა დავით ჯიქიამაც მოინახულა.
#5 საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ ექიმების რეკომენდაციით ბავშვები დღეს სახლში დარჩებიან, ხვალიდან კი აღნიშნულ კლასში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"