კახა კალაძე - NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები „საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს.

როგორც კალაძემ IRI-ს კვლევაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ არა უშუალოდ აღნიშნული ორგანიზაციები, არამედ ქართული კომპანიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

„რაც შეეხება NDI-სა და IRI-ს, ჩვენ ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემთ, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.

საფუძვლიან ეჭვს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%. ეს არის კატასტროფა. მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ცდლომილების საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია