ფესტივალი „თბილისი - 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ მიმდინარეობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და “თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, 26 მარტიდან 9 მაისის ჩათვლით, ფესტივალი „თბილისი - 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობენ ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და უცხოელი მუსიკოსები.

დღეს 19:00 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანსამბლი „მეითარ &Tedarim; Project“ (ისრაელი) გამართავს დასკვნით კონცერტს „გადარჩენილი ვარშავიდან“. ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლს ეძღვნება.

”ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „თანამედროვე მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლები, როგორიცაა ფრაიბურგის ანსამბლი „Recherche“, პარიზის ანსამბლი „Court-Circuit“, ისრაელის ანსამბლები „Contemporary Music Players“ და „Meitar“; კომპოზიტორები: იზაბელ მუნდრი (გერმანია), ფილიპ იურელი (საფრანგეთი), ჰანს ტუჩკუ (გერმანია), დან იუხასი (ისრაელი), საფრანგეთის უკვდავთა აკადემიის წევრი ფრანსუა-ბერნარ მაში (საფრანგეთი), ისრაელში მოღვაწე კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი; შემსრულებლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან”, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში