თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკა ANADOLU სადაზღვევო კომპანია ”არდის” პროვაიდერი გახდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს. თანამშრომლობის შედეგად ”არდის” დაზღვეულებს თურქეთის კლინიკაში მკურნალობის საშუალება ექნებათ.
ANADOLU ერთადერთი კლინიკაა თურქეთში, რომელიც აღიარებულია John Hopkins Medicine-ის ჯგუფთან, რაც სამედიცინო ხარისხის უმაღლესი გარანტია მსოფლიოში.
როგორც კომპანია ”არდის” სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა ეკა ერგემლიძემ ჟურნალისტერბთან საუბრისას განაცხადა, სადაზღვევო კომპანია ”არდისა” და თურქული კლინიკა ANADOLU-ს შორის დაწყებული თანამშრომლობა საქარტველოს ბაზარზე უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც ”არდიში” დაზღვეულებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც შეეძლებათ მომსახურებიოს მიღება.
”სადაზღვევო კომპანია ”არდიმ” გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ANADOLU-ს კლინიკასთან რომელიც არის თურქეთში ნომერ პირველი წამყვანი კლინიკა. ეს არის ჯონ ჰოპკინსის ჯგუფის კლინიკა, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის მომსახურებით. თანამშრომლობა მოიცავს არდის დაზღვეულთა მომსახურებას იმ მიმართულებით, რომელიც ვერ ხორციელდება საქართველოში, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ დაზღვეულს სურვილი აქვს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება საზღვარგარეთ.
ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა სადაზღვევო ინდუსტირაში, როდესაც სამედიცინო მომწოდებელი გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და დაზღვეულებს საშუალება აქვთ მიიღონ მომსახურება თურქეთის ტერიტორიაზე.
ზოგადად ჩვენს საერთაშორისო მოღვაწეობას ვაფართოვებთ. ამ შემთხვევაში თურქეთზე გავაკეთეთ არჩევანი იმიტომ რომ სამედიცინო ტურიზმი თურქეთში ყველაზე მაღალია”-განაცხადა ეკა ერგემლიძემ.
თურქული კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა დიდი ხნის დაკვირვების შედეგად გადაწყვიტეს. როგორც ANADOLU-ს საერთაშორისო სერვისის დეპარტამენტის მენეჯერმა ნადია ბეჩაქჩემ განაცხადა, ”არდი” სწორედ მაღალი პროფესიონალიზმის გამო შეარჩიეს.
”ჩვენ 11 წელზე მეტია ვმოღვაწეობთ რეგიონში. ჩვენ მრავალ უცხოურ და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მნიშვნელოვანი იყო ახლო აღმოსავლეთისა ქვეყნებში ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. როდესაც სადაზღვევო კომპანია ”არდიმ” მოგვმართა თანამშრომლობისთვის, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ბევრი რამ გვსმენია ამ კომპანიის შესახებ”-განაცხადა საერთაშორისო სერვისის დეპარტამენტის მენეჯერმა ნადია ბეჩაქჩემ.
თურქულ კლინიკა ANADOLU-ში მსოფლიო დონის მედიკოსები მუშაობენ რომლებიც უახლესი მეთოდებით ყველა სირთულის ოპერაციას ატარებენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ონკოლოგიას ეთმობა.
”მე შემიძლია იმის გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენს კლინიკაში ყველა ტიპის ოპერაციას უმაღლეს დონეზე ვაკეთებთ. ჩვენს კლინიკაში არის დანერგილი უახლესი მეთოდი ონკოლოგიური ქირურგიული ჩარევის დროს. ჩვენ ქალის მკერდს არ ვკვეთ, არამედ ოპერაციის დროს ვახდენთ დაავადებული უჯრედების ამოკვეთას და ქალს ვუნარჩუნებთ მკერდს”-განაცხადა კლინიკის ქირურგმა ქირურგი მეთინ ჩაქმაქჩიმ.
თურქ სპეციალისტებთან ერთად კლინიკაში ქარტველი ექიმებიც მუშაობენ. როგორც ANADOLU-ს სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლუკა ბოლქვაძემ აღნიშნა, კლინიკა აბსოლუტურად მორგებულია ქართველ პაციენტებზე.
”ეს არ არის მხოლოდ თურქული კლინიკა, ეს არის ჯონ ჰოპკინსის ერთ-ერთი წარმომადგენლობა თურქეთში. ეს არის აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და განვიტარებული კლინიკა. დღესდღეობით არის მსოფლიო ოთხეულში თავისი ტექნოლოგიით და მომსახურების სფეროთი.
არის ბევრი რთული დიაგნოიზი, რომლის დასმაც უჭირთ საქართველოში. სწორედ ამიტომ ახლო ქვეყანაში, სადაც არიან ქარტველი სპეციალისტებიც, ძალიან ბევრი ქართველი ტარჯიმნები მიგვყავს და ვაკეთებთ ყველანაირ კვლევას და დიაგნოსტიკას.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრი კვლევა და ოპერაცია კეთდება სავიზიტო ბარათი მაინც ონკოლოგიაა”-განაცხადა ლუკა ბოლქვაძემ.
გარდა ამისა დაზღვეულ პირებს ფასდაკლება არა მხოლოდ კლინიკის მომსახურების მიღებაზე, არამედ მგზავრობაზეც ვრცელდება. სადაზღვევო კომპანია ”არდი” დაზღვეულებსა და მათ ვისაც გადაწყვეტილი აქვთ დაზღვევა, დეტალური პირობების დასადგენად კომპანიაშჳ მისვლას ურჩევენ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"