ფრანგი გამომძიებლები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის პერსონალზე ინფორმაციას შეისწავლიან, რათა დაადგინონ წარმოადგენს თუ არა აეროპორტის რომელიმე თანამშრომელი საფრთხეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, წარსულში აეროპორტის სხვადასხვა ზონასთან წვდომა რადიკალ სალაფიტებს ჰქონდათ.
გამოცემა ასევე წერს, რომ 2015 წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს სხვადასხვა აეროპორტის 70-მდე თანამშრომელი. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მათი რადიკალიზაცია დასახელდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"