ქალაქ ოზურგეთის მერი შუალედურ არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის ადგილობრივებს მადლობას უხდის

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე 22 მაისის შუალედურ არჩევნებში ”გამოცხადებული ნდობისთვის” ადგილობრივებს მადლობას უხდის. ამის შესახებ ნათქვამის ქალაქ ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეგლარ სიორიძე საკრებულოს არჩევნებში ვასო ჩიგოგიძეს გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი საქმიანობა საკრებულოში ნაყოფიერი იქნება.

განცხადების ტექსტს „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინდელმა შუალედურმა არჩევნებმა ქალაქ ოზურგეთში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, სხვანაირად ჩვენს ქალაქს არც შეეფერებოდა. ჩვენ გავიმარჯვეთ და მივიღეთ ის შედეგი, რომელშიც დარწმუნებული ვიყავი.

მადლობა ჩემს ქალაქს, ჩემს მოსახლეობას, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ წელიწადისა და შვიდი თვის მანძილზე, რაც ჩემი გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ქალაქში გაკეთდა, ოზურგეთელები ობიექტურად შეაფასებდნენ, რაც არჩევნების შედეგმა ნათლად დაადასტურა.

დევიზს, არ მოვატყუო საზოგადოება და მოქალაქეებთან სრულიად გულწრფელი ვიყო, მტკიცედ ვიცავ. ამიტომაც დარწმუნებულები იყავით, პროგრესული წინსვლა ქალაქ ოზურგეთში, კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

ოპონენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად მათი პროვოკაციული მიდგომებისა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებდნენ, იმედი გაუცრუვდათ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, სად მთავრდება მათი შესაძლებლობების ზღვარი.

ჩემო ოზურგეთელებო, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, მე, ქალაქ ოზურგეთის მერია და საკრებულო კვლავაც თქვენს სამსახურში ვართ და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ.

ვასო ჩიგოგიძეს ვულოცავ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა საკრებულოში ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.

კიდევ ერთხელ ჩემი გულწრფელი მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამოგვიცხადა“, - ნათქვამია ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

InterPressNews.Ge

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია