სტამბოლში ბოსფორის ხიდი, კაუნასში ქრისტეს აღდგომის ტაძარი და კვიპროსში სასტუმრო Hilton Nicosia საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისის აღსანიშნავად სტამბოლში ბოსფორის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. როგორც ”ინტეპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბოსფორის ხიდი 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა.

უწყების ინფორმაციით, ხიდის განათება ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელდა. აღნიშნულ ცერემონიას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო 30 მაისს საზეიმო მიღებას გამართავს. რომელსაც დაესწრებიან თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და დიპლომატიური კორპუსი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრის, გოგი ცაგერიშვილის ნახატების გამოფენა.

ვიდეოს ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=fSskvN8u4ac&feature;=youtu.be.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე ლიტვაშიც აღნიშნეს. ქალაქ კაუნასში, კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინა, ფრანების ფესტივალის ფარგლებში კი ბავშვებმა საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული ფრანები დაამზადეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო ფოტოგამოფენა „50 ქალი საქართველოდან“ ლიტვის ფოტოხელოვანთა კავშირის გალერეაში.

7 ივნისს, ლიტვაში საქართველოს საელჩო ასევე აწყობს საზეიმო მიღებას, სადაც კონცერტს გამართავენ „ქართული ხმები“, ანსამბლი „რუსთავი“ და „ქარვის კვარტეტი“.

ამასთან, ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება და ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა.

26 მაისის აღსანიშნავად, კვიპროსში საქართველოს დროშის ფერებში სასტუმრო Hilton Nicosia განათდა.

კვიპროსში საქართველოს საელჩომ, ამ დღისათვის მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მიღების პარალელურად, მოეწყო ეროვნული სამოსის გამოფენა, ღვინის ჭურჭლის ინსტალაცია, მინანქრის ნაკეთობების გამოფენა, ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიება ქართული სიმღერის კონცერტით დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას