თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები რიმა ბერაძე და გულიკო ზუმბაძე ღვაწლმოსილი აკადემიკოსების: მზექალა შანიძის, ეთერ ქემერტელიძისა და ნანა ხაზარაძის პატივსაცემად მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყო. საღამო თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დედაქალაქის მერიის თანადგომითა და საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ქალბატონები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. საკრებულოს წევრებმა მზექალა შანიძის, ეთერ ქემერტელიძისა და ნანა ხაზარაძის ღვაწლზე ისაუბრეს და მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"