გვყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად, - ამის შესახებ USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,USAID-ისა და აშშ მთავრობის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ გამორჩეულ სტუმრებთან და კოლეგებთან ერთად დღეს აქ ყოფნა და CNFA-ს საქართველოში მოღვაწეობის ათი წლისთავის აღნიშვნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს აქ ყოფნისათვის. იგი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი, უნიკალური პარტნიორია და ის საქართველოს მომავლის შესახებ შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა“, - აღნიშნა ტომას მორისმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს, რომლებმაც, მისი თქმით, ათასობით მილის მანძილი დაფარეს ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად.
”მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ჩანაწერებში არ იყო, მხოლოდ ახლა გავაანალიზე და მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ს მართლაც გაგვიმართლა, რომ გვყავს ორი შესანიშნავი პარტნიორი - საქართველოს ხელისუფლება და CNFA. USAID-ში მოღვაწეობის მანძილზე მრავალ ქვეყანაში მიმუშავია - ხანდახან პარტნიორები არც ისე კარგები არიან, ხოლო ზოგჯერ მთავრობებს თავიანთი მოსახლეობა დიდად არ ადარდებთ. საქართველოში სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხვდებით - გვყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად; ასევე სახეზეა ნამდვილი პარტნიორი CNFA, რომელიც 10 წლის განმავლობაში საქმიანობს აქ და განუწყვეტლივ გვაწვდის იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც აქ აშშ-ის მთავრობის დღის წესრიგთანაა შესაბამისობაში და ამავდროულად ეხმარება საქართველოს მთავრობას თავისი მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა ტომას მორისმა. მისივე თქმით, USAID-სა და აშშ-ს მთავრობას შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს საქართველოს მთავრობის სახით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"