მაგდა პაპიძე - მე და თორნიკეს უბრალო დედა-შვილობა არ გვქონია

მე და თორნიკეს უბრალო დედა-შვილობა არ გვქონია, - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე გამოსვლისას შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თორნიკე ქაფიაშვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა და ის გაჩენის დღიდან ბავშვს არ მოცილებია. პაპიძემ ასევე აღნიშნა, რომ მის შვილს ხშირად სჭირდებოდა მედიკამენტები და ამაში დარწმუნება ყველას შეუძლია მის საცხოვრებელ სახლში მისვლით.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ასევე განმარტება გააკეთა ნაფიცი მსაჯულების მიერ წარმოდგენილ ფოტოზე, რომელიც როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში განმარტა, გამომწვევია. როგორც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, აღნიშნული ფოტო მისი მეუღლის მიერ იყო გადაღებული.

„თუ ასეთი ფოტო ჩემს სოციალურ ქსელში არის ორი და ორივე ჩემი მეუღლის გადაღებულია, მე ეს ორივე ფოტო მჭირდებოდა სამსახურისთვის, რადგან მე ვმუშაობდი პიარში და ასეთი ფოტოები მჭირდებოდა“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მან ასევე გარდაცვლილი მეუღლის თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილს პათოლოგიური სიმთვრალე ნამდვილად ქონდა, თუმცა მის მიმართ ეს არასდროს გამოუვლენია. მაგდა პაპიძემ ასევე აღნიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილი ძალიან ძლიერი იყო და „მისი მომრევი არ ეგულებოდა“. როგორც პაპიძემ აღნიშნა, ეს მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი ჩხუბში.

პაპიძემ ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ შეიძინა ურო. ბრალდებულის თქმით, ეზოში აქვთ სათავსო და მისი სახურავის შეკეთებისთვის მეუღლემ დააბარა უროს შეძენა. მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სათავსოს სახურავი დღემდე ჩამონგრეულია. მაგდა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა ძალადობა.

„ახლა რომ არ მრცხვენოდეს ამ პერანგს გავიხდიდი და გაჩვენებდით მუცელს, ყველა სისხლჩაქცევამ გამიარა, მაგრამ მუცელში მოხვედრილმა წიხლმა და ხელებმა არა. ჩემზე განხორციელდა ძალადობა იმისთვის, რომ მიეღოთ სასურველი ჩვენება. მათ შემომახიეს ტანსაცმელი და იქამდე ძალადობდნენ, სანამ არ ნახეს ინსულინი. მე დიაბეტით ვარ დაავადებული და ამიტომ თუ ნემსს არ გამიკეთებენ სისხლში იმატებს შაქარი. დღემდე მეუბნებიან, რომ ეს საქმე ძიებაშია. მთხოვენ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება ვინც ჩემზე ძალადობა, მაგრამ მე მათი ვინაობა არ ვიცი. შემიძლია ყველა ამოვიცნო სახეზე“, - განაცხადა პაპიძემ.

მაგდა პაპიძის თქმით, მას ოთარ ბერძენიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და როდესაც ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვა მოხდება პროცესზე, ისიც დაადასტურებს, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ და არავისთან ერთად არ დაუგეგმავს რაიმე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში