მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯიმ", რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, მე-11 ფილიალი გახსნა სენაკში. სენაკის ფილიალი მოემსახურება მცირე და საშუალო მეწარმეებს და შესთავაზებს მათ ბიზნესის დაკრედიტებას სხვადასხვა პროდუქტების მეშვეობით, როგორიც არის : ბიზნეს სესხი, აგრო სესხი და სწრაფი სესხი. გარდა ბიზნესის დაფინანსებისა, სენაკის ფილიალი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე.
ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, "ბიაიჯის" დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „სენაკის ფილიალის გახსნა ჩვენი რეგიონული პოლიტიკის ნაწილია. ახალი ფილიალის გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონში წვრილი ფერმერული მეურნეობებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც თავის მხრივ მეწარმეობის განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ კლიენტების ფინანსურ საჭიროებებს და შესაბამისად ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას სასეხო პროდუქტების შეთავაზებისას. ეს გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის ინდივიდუალურად შერჩევაში (კლიენტის ბიზნესის ციკლის შესაბამისად), საშეღავათო პერიოდისა და უგირავნო ბიზნეს სესხების შეთავაზებაში.უფრო მეტიც, დაფინანსებასთან ერთად, ჩვენ კლიენტებს ვეხმარებით სხვადასხვა სახის კონსულტაციებით, რაც გამოიხატება როგორც ფინანსური სახის კონსულტაციების გაწევაში,ასევე მოწვეული აგრონომის მეშვეობით ფერმერებისთვის სპეციალური ტრენინგების მოწყობაში. მნიშვნელოვანია,რომ კლიენტებისთვის სხვადასხვა სახის კონსულტაციების გაწევა ჩვენი კომპანიის სოციალური მისიის ნაწილია“.
სენაკის ფილიალი განთავსდა შემდეგ მისამართზე : წმინდა ნინოს ქ. N 5.
ბიაიჯის შესახებ : ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200 -მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"