ბათუმი - თბილისის მიმართულებით Skybus-მა პირველი ფრენა შეასრულა, ყაზახური ავიაკომპანია ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე, 24 ივნისიდან 27 სექტემბრისჩათვლით განახორციელებს. TAV GEORGIA-ს ინფორმაციით, ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
2 ივნისიდან, ყაზახურმაა ავიაკომპანია SkyBus-მა ყოველდღიური ჩარტერული რეისების შესრულება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყაზახეთის რვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო. SkyBus 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს დსთ-ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს.