(ეკონომიკა, დასაქმება, სოციალური დაცვა, განათლება)
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შეიქმნება.
o 2017 წელს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში10%-მდე დაიწევს;
o მოგების გადასახადი 10%-მდე შემცირდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში;
o 90 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და არ დაიბეგრება (ნაცვლად დღეს არსებული 30 000 ლარისა)
o 200 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მცირე ბიზნესად იქნება განხილული და დაიბეგრება 3-5%-ით (ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა);
o ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა, დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;
o საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი ნაცვლად 300 ლარისა, გახდება 1500 ლარი.
ეს ჩამონათვალი გეგმის მხოლოდ ნაწილია და მისი განხორციელების შედეგად მოსახლეობას და მეწარმეებს მეტი ფული დარჩება, ჩინოვნიკებს და ბიუროკრატიას - ნაკლები. 2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით.
ბიზნესმა რომ თავი დაცულად იგრძნოს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
* 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოახდენს სრულ საგადასახადო ამნისტიას;
* 500 000 ლარამდე გაიზრდება (ნაცვლად დღეს არსებული 50 ათასი ლარისა) ზღვარი, როდესაც გადასახადებისგან თავის არიდებისას დავა არა სისხლის სამართლებრივად, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება;
* გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
* 2017 წლიდანვე ეკონომიკური სახის დანაშაულზე შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება.
ამ ინიციატივების შედეგად მიღწეული ეკონომიკური ზრდა პენსიის ზრდისა და სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების წინაპირობაა.
* 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია გაიზრდება 50 ლარით;
* საარსებო შემწეობა აღუდგება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდათ; საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმები მკაფიო, მარტივ და სამართლიანი გახდება;
* გაჭირვებული ადამიანებისთვის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებას;
* 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით; სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რაც შედეგად გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, მინიმუმ 650 ლარმდე;
* 5 000 - ით გაიზრდება ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.
აღნიშნული მხოლოდ ნაწილია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმის და სხვა ნაბიჯებთან ერთად მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) სამოქმედო გეგმას ქვეყნის ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოყვანის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა დაჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.
სამოქმედო გეგმა საფუძვლად დაედება 2016 წლის საარჩევნო პროგრამას და წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკური გუნდის განაცხადს - თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.
სამოქმედო გეგმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოამზადა პროფესიონალთა საუკეთესო გუნდმა ბიზნეს-საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან მრავალჯერადი დისკუსიის, კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გზით.
”ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება.
პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო.
პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი რაიონული ორგანიზაციაა. პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. პარტია არის ”ევროპის სახალხო პარტიის” ასოცირებული წევრი და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის სრული წევრი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"