რუსთაველის თეატრში, დღეს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოში პირველად ტარდება და მასში 75-მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"