ადვოკატი სასამართლოს მიმართავს, ფეიქრიშვილის და ნიშნიანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულების გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული. თუმცა, როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ აღმკვეთი ღონისძიება იქნება გამოყენებული, დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნება, რომ ეს იყოს 5 000-ლარიანი გირაო. მისივე თქმით, ბრალდება არის აბსოლუტურად მოგონილი და აბსურდული.

„ბრალდება არის მოგონილი და აბსურდული. აქედან გამომდინარე სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ არ იქნეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. თუ იქნება რომელიმე სახე გამოყენებული, მაშინ ვთხოვ სასამართლოს ეს იყოს გირაო 5 000 ლარის ოდენობის“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე წარმოადგენს ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ნათლად ჩანს, როგორც ემუქრებიან გიორგი ფეიქრიშვილს პოლიციელები, რომ დატოვოს ქვეყანა. მისივე თქმით, ამ პოლიციელების იდენტიფიცირება ამ ფოტო და ვიდეომასალით სრულიად შესაძლებელია.

ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო. გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში