ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთების გამოფენა მოეწყო

ევროპული მემკვიდრეობის დაცვის დღეებთან დაკავშირებით, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთების გამოფენა მოეწყო. მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის ინფორმაციით, ნიკოლაძის პირადი ნივთები ჯიხაიშის სახლ-მუზეუმიდან რამდენიმე დღით ჩამოიტანეს.

წარმოდგენილ ექსპონანტთა შორის არის ნიკოლაძის მიერ ევროპიდან საქართველოში შემოტანილი პირველი ყავის საფქვავი მოწყობილობა, ფოტოაპარატი და სხვა ტექნოლოგიები. შენობის სამივე საგამოფენო სივრცეში ახალი ექსპოზიციებია წარმოდგენილი, მათ შორისაა, ფოთის, როგორც უძველესი სანავსადგურო ქალაქის ისტორიის ამსახველი ფოტო-მასალა.

"ევროპული მემკვიდრეობის დაცვის დღეები 1999 წელს დაფუძნდა, საქართველოში მისი აღნიშვნა 2014 წელს დაიწყო. წელს ჩვენი მუზეუმი ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოდ აღნიშნავს. გაიხსნა სამივე საგამოფენო დარბაზი, რომლებსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალქის ნავსადგურის ერთობლივი დაფინანასებით ჩაუტარდა. დღევანდელი ღონისძიებები ეძღვნება ნიკო ნიკოლაძის მიერ ფოთის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელების 120 წლისთავს. 1896 წელს გამოიცა პირველი ობლიგაცია,რომელმაც საშუალება მისცა ფოთის პორტს განვითარებულიყო. დღეს ქალაქის ნავსადგური ასე მყარად, რომ დგას ფეხზე სწორედ ნიკო ნიკოლაძის დამსახურებაა. ამიტომ ჩვენი საზოგადოება, მუზეუმი ვალდებულია ეს პიროვნება გაიხსენოს. ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა ევროპული განათლება და ქართული მენტალობა. მათი სინთეზით კი მან არაჩვეულებრივი ეკონომიური პროექტები შექმნა, რომელიც ფოთს ევროპულ სახეს აძლევდა მეოცე საუკუნის დასაწყისში“, -განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს “ ელენე გაბლიანმა.

ღონისძიების ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობის მკვლევართა კონფერენცია გაიმართა.ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გამოფენის დათვალიერება მსურველებს 27 სექტემბრამდე შეეძლებათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა