WPA-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% მხარს უჭერს ”ქართულ ოცნებას”, ხოლო 16 % - ”პატრიოტთა ალიანსს”

ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Wilson Perkins Allen Research (WPA)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% მხარს უჭერს ”ქართულ ოცნებას”, ხოლო 16 % - ”პატრიოტთა ალიანსს”. კვლევის პრეზენტაცია დღეს ”ინტერპრესნიუსის” პრესკლუბში გაიმართა. კვლევის ავტორების მტკიცებით, გამოკითხულთა 12% მხარს ”ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს, 4% - ”ლეიბორისტულ პარტიას”, 3 % - ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას”, 2 % - ”თავისუფალ დემოკრატებს”, 1% - ”მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის”, 1 % - ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 1 % სხვა პარტიებს უჭერს მხარს, 16 % არავის, ხოლო 18%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს.

WPA-ს აღმასრულებელი დირექტორის, კრის ვილსონის განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ”ქართული ოცნება“ ლიდერობს ორივე, ძირითადი და განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა მეორად პარტიად განიხილავს ”პატრიოტთა ალიანსს“.

”ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმრავლესობა გახლავთ ახალგაზრდა მამაკაცები, ისევე, როგორც საშუალო განათლების არმქონე, დასაქმებული მოსახლეობა. ქართველთა უმრავლესობა არ მისცემდა ხმას ისეთ პარტიას, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურს. აგრეთვე, ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას. საქართველოში უმთავრეს პრობლემად მოსახლეობა მიიჩნევს უმუშევრობას და სამუშაო ადგილების სიმცირეს”, - განაცხადა ვილსონმა.

მისივე მტკიცებით, კვლევა კომპანიის ინიციატივით ჩატარდა და მას დამკვეთი არ ჰყავდა. კვლევა ჩატარდა 7-11 სექტემბერს და მთელი საქართველოს მასშტაბით 1329 ადამიანი გამოიკითხა.

Wilson Perkins Allen Research 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი კვლევითი სამუშაო აქვს ჩატარებული.

Wilson Perkins Allen Research-ი აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგიური კვლევითი კომპანიაა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა
კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
დასავლეთ საქართველოს ორი მარგალიტი - ქუთაისი და ბათუმი