დიმიტრი ქუმსიშვილმა კასპში ახალი საწარმო „ჯეოფერტში“ დაათვალიერა

კასპში მდებარე მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, „ჯეოფერტი“ ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და ცოტა ხანში სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება.

უწყების ინფორმაციით, „ჯეოფერტის“ საწარმო 12 000 კვ.მ. ტერიტორიაზე 8 თვეში აშენდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა ძირითადი მანქანა-დანადგარი და საწარმოო ხაზი საქართველოში დამზადდა. მათივე ინფორმაციით, კასპის რაიონში ქარხნის მშენებლობა განპირობებულია ახლოს მდებარე უნიკალური, ბუნებრივი მინერალის, თეძამის ცეოლითის საბადოს არსებობით, რომელიც ბაქტერიული სასუქის ერთ-ერთ ინგრიდიენტს წარმოადგენს. თეძამის ბუნებრივი, მინერალი ცეოლითი თავისი ხარისხობრივი და დადებითი მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. წარმოებაში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიური პროცესები სრულიად ავტომატიზირებულია, ნედლეულის მიწოდება-გადამუშავებიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე.

საწარმოს შექმნისთვის გრძელვადიანი სესხი 5 600 000 აშშ დოლარის ოდენობით „ქართუ ბანკმა“ გასცა. „ჯეოფერტის“ პროდუქცია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე