GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ”ნაცმოძრაობას” ხმას 26% , ”ქართულ ოცნებას” კი 25.4% მისცემდა

GFK-ის კვლევის თანახმად, პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, ”ქართულ ოცნებას” კი 25.4%. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს, რომლის დაკვეთითაც კომპანია GFK-მ კვლევა ჩაატარა. რიგით მესამე კვლევის შედეგების თანახმად, ”ნაციონალური მოძრაობა” წინა ორ კვლევასთან შედარებით ”ქართულ ოცნებას” 0.6% უსწრებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.8% ხმას ”ლეიბორისტულ პარტიას”, 3.6% ”თავისუფალ დემოკრატებს”, 2.6% მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”, 1.5% ”დემოკრატიულ მოძრაობას”, 1,5% ”პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას”, 0.4% კი ”რესპუბლიკურ პარტიას ” მისცემდა.

პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგების თანახმად, მხოლოდ თბილისში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას 24.4%, ”ქართულ ოცნებას” კი 23.3% მისცემდა. რაც შეეხება რეგიონებს აქ ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას 26.5%, ”ქართულ ოცნებას” კი 26.2% მისცემდა.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით, კომპანია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექტემბერის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს