ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2016

ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2016

მეორე ტურში "ნაციონალების" მხარდასაჭერი კამპანია ჩავარდა

სოსო ცინცაძე - "ჩვენთან ყოველი ორკაციანი პარტიის ლიდერს თავი ბისმარკი ჰგონია"

გჯერათ თუ არა, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს?

* * *

"სამოქალაქო საზოგადოების სახელით ორი დღის წინ გავრცელებული მიმართვა, რომ არჩევნების მეორე ტურში პროდასავლურმა პარტიებმა მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ, რადგან "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საფრთხეს შეიცავს, უშედეგოდ დასრულდა. პარტიები "ნაციონალების" მხარდაჭერისკენ საჯაროდ მოწოდებებს არ გეგმავენ. უფრო მეტიც, ლიდერების აბსოლუტური უმეტესობა თავადაც არ აპირებს, ხმა "ნაციონალებს" მისცეს. მხოლოდ ერთი პარტიის, "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აპირებს, მხარდამჭერებს აუხსნას, რატომ არის ცუდი საკონსტიტუციო უმრავლესობა და რატომ უნდა მისცენ ხმა "ოცნების" წინააღმდეგ. თუმცა მისი თანაპარტიელი ნიკა ქავთარაძე ამბობს, რომ საკუთარ მხარდამჭერებს უთხრას, სხვა პარტიას მიეცით ხმა, ეს უპრინციპობაა და არასერიოზულია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით მეორე ტურში "ნაციონალების" მხარდასაჭერი კამპანია ჩავარდა.

"ორადაა გაყოფილი აზრი "რესპუბლიკელებში", სადაც ცალკეული ლიდერები ამბობენ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს, მაგრამ პარტიის არც ერთი ლიდერი არ აპირებს მოწოდებების გაკეთებას. სხვა პარტიები კი აცხადებენ, რომ ამ მიმართვას ისინი საერთოდ არ შეუერთდებიან, ან საერთოდ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას, ან "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემენ. სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას ხელს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი 44 ადამიანი აწერს და მისი პათოსი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლაა.მოწოდებაში პირდაპირ ნათქვამი არ არის, რომ პროდასავლურმა პარტიებმა მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ მხარი, მაგრამ ოპოზიციურ კანდიდატებში სწორედ "ნაციონალების" მხარდაჭერა იგულისხმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მეორე ტური ტარდება 50 ოლქში და 50-დან 45 ოლქში ოპოზიციიდან სწორედ "ნაციონალების" კანდიდატები არიან გასულ. მიმართვის ადრესატი კი 8 პარტიაა: "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები", "გირჩი", ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის", ვაშაძის "ახალი საქართველო", "ახლები", "ნაციონალები" და ლეიბორისტები", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან სახიფათო, ანტიდემოკრატიული და რეგრესული მოცემულობაა, ის პრობლემაა ქვეყნისთვის, მაგრამ მასზე არანაკლებ პრობლემაა "ნაციონალური მოძრაობაც", თავისი არსით. ის ამბობს იმასაც, რომ რატომღაც სამოქალაქო საზოგადოების ამ ნაწილს 2008 წელს არ გაუპროტესტებია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა და მინიშნებას აკეთებს იმაზეც, რომ მოწოდების ავტორთა ერთი ნაწილი სწორედ "ნაციონალების" მხარდამჭერია. "8 წლის წინ ანალოგიურ მომენტში არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ გინდა თუ არა, ეს ხალხი ყველა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია და "ნაციონალების" პროექტში იღებენ მონაწილეობას. ეს ყველას არ ეკუთვნის, მაგრამ ცალკეული პიროვნებები, ვინც ამ მოწოდების ავტორები არიან, ბუნებრივია "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ახლო წარმომადგენლები არიან სხვადასხვა ფორმით," - აცხადებს კაციტაძე. მისი თქმით, დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოცემულობა, სამწუხაროდ 8 ოქტომბრის შემდეგ უკვე დადგა და ახლა მოწოდებებით არაფერი შეიცვლება", - წერს სტატიის ავტორი.

"ბოლო ფაზაზე შედეგი როგორც წესი არ იცვლება ხოლმე, ამიტომაც ეს მოწოდებები უაზრობაა. ამას რომ თავი გავანებოთ, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა სერიოზული პრობლემაა ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, არანაკლებ სერიოზული პრობლემა მგონია "ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსით, რომელიც დღეს თითქოს უნდა მოგვევლინოს ამ მრავალპარტიულობის გადამრჩენლად, საკონსტიტუციო უმრავლესობის არ შექმნის გადამრჩენად და რაც ყველაზე უფრო სასაცილოა, ქართული ოპოზიციური სპექტრის მაკონსოლიდირებელ ეპიცენტრად. 2008 წელს თავისი მეცადინეობით ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" შექმნილი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაც შემდეგ მანდატების დატოვება, პარლამენტში არშესვლა და მთელი რიგი ამბები მოჰყვა. ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობას წინ უძღოდა ჯერ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ მრავალდღიანი შიმშილობა. ამიტომაც "ნაციონალური მოძრაობა" ქართული დემოკრატიის გადამრჩენად ვერ წარმომიდგენია. უცებ, რომ გავგიჟდეთ მემარჯვენეები და ასეთი მოწოდება გავაკეთოთ, ჩვენი ამომრჩეველი, ბევრი თუ ცოტა, ვერ გაიგებს და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ," - აღნიშნავს კაციტაძე. ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელ მდივან გიორგი გუგავას თქმით, პარტიაში ამ პათოსს "არც ერთ შემთხვევაში არ იზიარებენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ეს არის იმ თამაშის გაგრძელება, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გათეთრება და ლეგიტიმურობის შეძენა, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა. ბუნებრივია, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. მეტსაც გეტყვით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებული არ არის ბატონ ივანიშვილთან, მეორე ტურს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, რაც ავტომატურად პარლამენტის არალეგიტიმურობას ნიშნავს და ასევე ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებს. თუმცა არსებობს სერიოზული ვარაუდი იმის შესახებ, რომ არჩევნების წინ ბოკერია ივანიშვილს გაურიგდა. ვინც მეორე ტურებში მონაწილეობით ამ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას უწყობს ხელს, ის ივანიშვილის ავტოკრატიული მმართველობისთვის პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გუგავა. "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის, გიორგი პაპავას განცხადებით, მთავარია, ხალხი მეორე ტურში მივიდეს და იქ თავად გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. "მე არც "ნაციონალურ მოძრაობას" ვუჭერ მხარს და არც "ოცნებას", - აღნიშნავს პაპავა. "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის ხელმომწერებისგან სჭირდება მეტი არგუმენტაცია, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო რა შედეგი დადგება, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია" , - განაგრძობს გამოცემა.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა ჩვენს მხარდამჭერებს ვერაფერს შეუცვლის, არც იქნება სწორი და არც დაუჭერენ მხარს. კიდევ ერთი საკითხი, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ ასხივებს იმას, რომ ბრძოლას აპირებს მეორე ტურში. სხვა პოლიტიკურ პარტიებზე რომ მიდგა ჯერი, ჯერ შიგნით მოიძიონ ძალები, რამდენად არიან განწყობილი, რომ იბრძოლონ მეორე ტურისთვის. ამას დღეს ვერ ვხედავ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია ამ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ნეგატიური," - მიიჩნევს ვაშაძე. რესპუბლიკური პარტია არ აპირებს, ამომრჩეველს მოწოდებით მიმართოს და საერთოდ, ლიდერებს შორის აზრიც გაყოფილია იმაზე, "ოცნებას" დაუჭირონ მხარი, თუ "ნაციონალებს". პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის არც ერთს არ შემოხაზავს. ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტების პათოსი მისთვის გასაგებია, მაგრამ მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა პოლიტიკურად შედეგს და პარლამენტში ძალთა ბალანსს მაინც ვერ შეცვლის, სამაგიეროდ 4 წელი პარტიას ექნება დამღა, რომ "ნაციონალების" ამომრჩევლები არიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" წერს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო საქმეა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემის კამპანიაში არ ჩაებმება", - განაგრძობს ავტორი.

"მე მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივდივარ, ვინაიდან პასუხისმგებლობას ვერც ერთ კანდიდატზე ვერ ავიღებ, ორივე თანაბარი კატასტროფაა პარლამენტისთვის და პასუხისმგებლობა სწორედ იმათ უნდა ზიდონ, ვინც ისეთი 9 ოქტომბერი უზრუნველყო, როგორიც დადგა; "ნაცმოძრაობისთვის" ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმები, ვინაიდან... რა ვიცი მგონი განმარტება არ სჭირდება," - წერს ხიდაშელი. არც ლევან ბერძენიშვილი აპირებს, მეორე ტურში ხმის მისაცემად მივიდეს. განსხვავებული პოზიციები აქვთ დავით ბერძენიშვილსა და დავით ზურაბიშვილს და ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას. "პარტიაში ვთქვით, რომ ყველა ინდივიდუალურ არჩევანს გააკეთებს. პირადად ჩემთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სამი-ოთხი "ნაციონალით" მეტი პარლამენტში. "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო უმრავლესობა რომ იყოს, ამას უფრო დიდ საფრთხედ ჩავთვლიდი, მაგრამ ახლა საუბარია 4-5-ით მეტ "ნაციონალზე", - თვლის დავით ზურაბიშვილი. ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" ლიდერი მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობის" მხადრაჭერის მოწოდების პათოსს სრულად იზიარებს", - წერს გამოცემა.

"ჩემი აზრით, ნებისმიერი მოქალაქე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს იმას, რომ ერთ პარტიას ამ ქვეყანაში არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, გამომდინარე იქიდან, რა საფრთხეები ახლავს ამას და გამომდინარე იქიდან, რა ცუდი გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლების შემთხვევაში. პათოსს სრულად ვიზიარებ", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. ნიკა ქავთარაძე კი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ჯაფარიძის განცხადებას ეთანხმება იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა დიდი საფრთხეა, თუმცა ამომრჩევლებისთვის ამგვარ მიმართვას წარმოუდგენელს და არასერიოზულს უწოდებს. "ჩვენი კონსტიტუცია შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ მაინც დღესდღეობით რა პოლიტიკური სიტუაციაც გვაქვს, ვინც ხელისუფლებაშია, მათ არ უნდა ჰქონდეთ კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით და ზურა ჯაფარიძეს ვეთანხმები. სხვა მხრივ, ჩვენს მხარდამჭერებს რომ მოვუწოდოთ, სხვა პარტიას მისცენ ხმა, ეს წარმოუდგენელია. უპრინციპობა იქნება, საკუთარ მხარდამჭერებს უთხრა, სხვას დაუჭირონ მხარი. ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი მესიჯებსა და მიმართვებში ფრთხილი უნდა იყოს. ყველგან, ვინც წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" აგინებდა, წარმოუდგენელია ხალხმა დამაჯერებლად მიიღოს ის, რომ მოდით, ახლა "ნაციონალებს" დავუჭიროთ მხარი, იმიტომ, რომ არ გაიმარჯვოს "ოცნებამ" - ამბობს ქავთარაძე და ამას არასერიოზულად მიიჩნევს" - დასძენს გამოცემა.

"როგორც ჩანს, ჯგუფი სხვაა და კომისია - სხვა. ვერ გეტყვით, რა იგულისხმება სამუშაო ჯგუფში. ჩემი აზრით, ახალი მთავრობის წინაშე ეს ნომერი პირველი ამოცანა არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან დღეს მთავარი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარის ბედი, რომელიც ისევ ზემოთ ავარდა. დავიჯერო, ამ დროს მთავარი პრიორიტეტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაა? ამით წინასაარჩევნო დაპირებები - თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება? ასე რომ, ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია და უცნაურადაც მეჩვენება. მით უმეტეს, რომ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა, ერთხელაც არ შეკრებილა. არადა, რამდენადაც ვიცი, ამ კომისიაში ძალიან კვალიფიციური კონსტიტუციონალისტები არიან", - "რეზონანსთან" ინტერვიუში ცინცაძე პრემიერის ინიციატივასაც ეხმაურება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა იგულისხმება ამაში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო კომისია უკვე ისედაც არსებობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით სოსო ცინცაძე: "ჩვენთან ყოველი ორკაციანი პარტიის ლიდერს თავი ბისმარკი ჰგონია."

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ სად იქნება პარლამენტი - ქუთაისში თუ თბილისში. თავიდანვე არ ვიყავი იმის მომხრე, რომ ქუთაისში გადასულიყო. ვნახეთ, რომ ამ ოთხმა წელიწადმა ვერ გაამართლა. პარლამენტი ეფექტური არ იყო, იგი პრაქტიკულად დედაქალაქს მოსწყდა. საქართველო ხომ თავკომბალა ქვეყანაა, ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი, ინტელექტუალური, სამეცნიერო, ეკონომიკური პოტენციალი და ა.შ. - მოკლედ, ყველაფერი. საქართველო არაა ევროპის რომელიმე დიდი ქვეყანა, რომ მათ მსგავსად უწყებები სხვადასხვა ქალაქში იყოს გაბნეული. საკონსტიტუციო სასამართლოც პრაქტიკულად მოსწყდა ქვეყანას ბათუმში გადატანით. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, ვფიქრობ, ჩვენთვის ნაადრევია ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდეს. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუ როგორი იქნება პარლამენტი. ამიტომ, ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, ნაუცბათევია", - აცხადებს რესპონდენტი.

"შეუძლებელია, "ნაციონალებზე" გამწარებული ხალხი ამგვარი მიმართვებით დაარწმუნო, როგორიც არასამთავრობოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა გააკეთა. რამ უნდა აიძულონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ციხეში უსამართლოდ ისხდნენ, რომ ხმა "ნაციონალებს" მისცენ? ასეთი ადამიანი ხომ ათასობითაა. ეს გამორიცხულია. ტყუილია, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ისეთი მაღალი პოლიტიკური კულტურა იყოს, რომ პირად სიმპათია-ანტიპათიებზე მაღლა დემოკრატიული პრინციპების ზეობას დააყენებენ. ქართული საზოგადოება დღეს თავისი ინტელექტუალური განვითარების ყველაზე დაბალ დონეზეა. ასეთ დაბალ დონეზე არასოდეს ყოფილა. თვით შევარდნაძის ეპოქაშიც კი ინტელექტუალური პოტენციალი ძველი ტრადიციით მოდიოდა, მაგრამ ის თაობაც წავიდა. ძველი გაქრა და ახალი ჯერ არ შექმნილა. ამიტომ, რომელ პოლიტიკურ კულტურაზე მელაპარაკებით? "ნაცმოძრაობაზე" გამწარებული ხალხი მზადაა, ხმა არათუ ოცნებას, არამედ "ისლამურ სახელმწიფოსაც" კი მისცეს. ასე რომ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ჩვენივე საზოგადოების დღევანდელობას, რეალობას დიდი ხანია, მოწყვეტილია. ისინი მათი დამფინანსებლების პროგრამით ცხოვრობენ. გარდა ამისა, რა უნდა ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებაზე, საიდანაც ყოველდღიურად მთავრობაში გარბიან? კენჭს იყრიან, თანაც მმართველი პარტიის რიგებში. ასე რომ, ნუ ცდილობენ რომის პაპზე უფრო კათოლიკეები გამოჩნდნენ", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

"საზოგადოების პოლიტიკური განათლება 15 წლის წინ მაინც უნდა დაწყებულიყო და არა ახლა, არჩევნების შემდეგ. ასეთი კრიზისის დროს გაახსენდება ხოლმე ყველას პოლიტიკური კულტურა. ამ დროს პოლიტიკური კულტურა არაა ისეთი ხილი, რომ ერთ კვირაში დამწიფდეს. საზოაგდოების აღზრდას 15-20 წელი სჭირდება. ნახეთ რა ხდება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. რომელი პოლიტიკური კულტურით აღჭურვილი ახლაგაზრდა გამოდის იქიდან? ამიტომ, ზღაპარია იმის ახსნა, თუ რატომაა საკონსტიტუციო უმრავლესობა ცუდი. თეორიულად ყველამ ვიცით, რომ ცუდია, მაგრამ თავის პირად ანტიპათიას ამას არავინ ანაცვალებს. გამორიცხულია. ხოლო, რაც შეეხება ზურაბ ტყემალაძის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, ქართული პოლიტიკისათვის ეს ალბათ აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება. კაცმა ნახა, რომ პერსპექტივა არ აქვს და აბა, რა ქნას? არაა პერსპექტივა და თანაც, არავის სურს, პარტია საკუთარი ხარჯით შეინახოს. პოლიტიკაში დარჩენას ფინანსები სჭირდება. ტყემალაძეს ფული არ უჭირს, მაგრამ ეტყობა არ უნდა ეს ფული პარტიის შესანახად ხარჯოს. მიხვდნენ, რომ მაგათი დრო წავიდა. ეს არასტაბილურობა ამომრჩეველში გულგატეხილობას და იმედგაცრუებას იწვევს. პოლიტიდან წასვლა და შემდეგ ისევ მობრუნება რამდენიმე პოლიტიკოსმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდათ", - განაგრძობს ცინცაძე.

რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენთან ხომ პარტია მხოლოდ ლიდერია. ლიდერი თუ მიდის, პარტიაც ქრება. მათი განცხადებები იმაზე, რომ პარტია არსებობას არ წყვეტს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, უბრალოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. აბა, რას იტყვიან?! ალასანია და მთელი ხელმძღვანელობა წავიდა და ახალ ხელმძღვანელობას რა ფინანსური ბაზა ექნება, არ ვიცი. თუნდაც "მრეწველებიდან" თოფაძე და ტყემალაძე თუ წავლენ, პარტია დარჩება? ამას ვერ დავიჯერებ. რაც შეეხება პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე, მიზანშეწონილად კი მიმაჩნია, მაგრამ რეალურად არა - ამბიციების გამო. ჩვენთან ყოველი ორკაციანი პარტიის ლიდერს თავი ბისმარკი ჰგონია და ყველას უნდა, რომ მის გარშემო გაერთიანდნენ სხვები. ასე არ გამოვა. თავიანთი ამბიციები უნდა დათმონ, აღიარონ, რომ არასაპარლამენტო ოპიზიციას ერთი ლიდერი ჰყავს და მას შეუერთდნენ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, პირადი ამბიციების გამო ეს გამორიცხულია. ზოგ პარტიას ერთი კი არა, რამდენიმე ლიდერიც კი ჰყავს. ერთ გადაცემაში ერთია ლიდერი, მეორეში - მეორე და ა.შ. შიგნით ვერ გამოუყვიათ ერთი ლიდერი და სხვას აღიარებენ? მაგალითად, "რესპუბლიკელები" ოდესმე ნინო ბურჯანაძეს ლიდერად აღიარებენ? არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ისინი ვერასოდეს გაიმარჯვებენ. ეს თავადაც მშვენივრად იციან, მაგრამ არასოდეს მიიღებენ ლიდერად სხვას. "რესპუბლიკელებმა" ივანიშვილი არ აღიარეს ლიდერად და სხვას აღიარებენ? ასე რომ, საქართველო ასეთი ბარდაგისთვისაა განწირული", - ამბობს სოსო ცინცაძე.

"პირად ამბიციებს პოლიტიკური და თუნდაც პარტიული ინტერესები ეწირება? თუნდაც ახლა, ყველა ჩივის იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პარტია იბრძვის - "გაერთიანებული დემოკრატები". სხვა პარტიები რატომ პასიურობენ არ ვიცი, სხვადასხვა მიზეზი აქვთ. შეიძლება იმედგაცრუებულები არიან და ფიქრობენ, რომ მაინც არაფერი გამოუვათ - ფარ-ხმალი დაყარეს, ზოგი შეიძლება სხვა ინტერესის გამო გაჩუმდა. მთავარი ფაქტია - არავინ იბრძვის. რატომ -ეს უკვე სხვა საკითხია", - დასძენს პოლიტოლოგი.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. "ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს," - განაცხადა კვირიკაშვილმა და ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ უკლებლივ ყველა დანაპირებს უცილებლად შეასრულებს. "ზოგადად ჯგუფის შექმნის შემთხვევაში მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ და ის ინიციატივები, რაც ჩვენ გვექნება და ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, შევთავაზოთ ხელისუფლებას, თუმცა რამდენად გაითვალისწინებს ამას "ქართული ოცნების" ხელისუფლება და რამდენად იქნება ეს ყოველივე რეალური და არ იქნება ფასადური, ამაზე კითხვის ნიშნები არსებობს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ. გჯერათ თუ არა, რომ მმართველი პარტია გაითვალისწინებს საზოგადოების "თითოეული წევრის" აზრს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.

"ყველას აზრის გათვალისწინება ნონსენსია, თუმცა იმედი მაქვს, უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული იქნება. უბრალოდ ერთს ვიტყვი - არ მეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის, კარგად დაფიქრდნენ ჩვენი ამომრჩევლები და გადაწყვეტილება არსებული რეალობიდან მიიღონ. ძალიან დიდი ძალით მოდის "ნაციონალური მოძრაობა", რომელზეც გვეგონა, რომ დავემშვიდობეთ და 4 წელი წყნარად გვეძინა. ახლა მთელი პასუხისმგებლობა ექნება მმართველ ძალას და რა თქმა უნდა, ხალხს ჭკუას შეეკითხებიან, თუმცა ყველას აზრს ვერ გაითვალისწინებენ. და თუ არ გაითვალისწინებენ, პასუხიმგებლობა მათზე იქნება და ხელს ვერავისკენ გაიშვერენ", - აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

"ამ 4 წლის განმავლობაში "ოცნებას" ხელაღებით ისეთი არაფერი გაუკეთებია და თავი არ მოუჭრია. საზოგადოების აზრის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდნენ. გვჯერა ამ ადამიანების, მივეცით გარკვეული ხმებიც და ახლა ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, ამ ჯგუფის შექმნას წინ არაფერი უდგას და მე მგონი, ყველაფერს საკმაოდ კარგად გაართმევენ თავს", - აღნიშნავს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა.

"რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინებს. აქამდეც იშვიათად თუ მიუღია მხედველობაში საზოგადოების აზრი და ახლაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც მომავალში არ აპირებენ მათი აზრის გათავალისწინებას. ისინი ითვალისწინებენ ერთი ადამიანის აზრს და ეს არის ივანიშვილი", - ამბობს ა/ო "საქარველო არ იყიდებას" წარმომადგენელი გიგა ნასარიძე.

"ის, რომ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, არის ტყუილი. კონსტიტუციას სჭირდება ცვლილება და ამ ოთხ წელიწადში, ეს ხელისუფლება არ არის შემჩნეული არც ერთ დარღვევაში და პირიქით, იმ გუნდთან შედარებით, რომელთანაც მუდმივად ხდება მათი შედარება, ნამდვილად კარგად გაუძღვებიან საქმეს", - დასძენს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს