ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ლომსაძეების უბანში რკინა-ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გზა 135 გრძივ მეტრ მონაკვეთზე დაიგო, ასევე კეთილმოეწყო სანიაღვრე ქსელი.
”სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობას გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა, რომელიც წვიმის დროს ტალახდებოდა და ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და ის 38 510 ლარით დაფინანსდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პროგრამის მიხედვით, 90 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოწესრიგდა სანიაღვრე არხი გელაშვილების უბნიდან მდინარემდე”, - აცხადებენ ბორჯომის გამგეობაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"