ამერიკული კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში”

“ნიუ ჰოსპიტალსში” ინტეგრირდა “ამერიკული კლინიკა თბილისში”, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულიად ახალ სერვისებს.

“ნიუ ჰოსპიტალსსა” და ამერიკულ კლინიკას შორის თანამშრომლობა გულისხმობს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, არამედ სტრატეგიულ თანამშრომლობას როგორც კლინიკური პრაქტიკის განვითარების კუთხით, ასევე საერთაშორისო Joint Commission International (JCI) აკრედიტაციის მიმართულებითაც.

დღეის მდგომარეობით “ნიუ ჰოსპიტალსი” და “ამერიკული კლინიკა” პაციენტებს სთავაზობს ტელემედიცინის საშუალებით 20-მდე ექიმ სპეციალისტის მომსახურებას. ასევე შესაძლებელია საქართველოში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების გადაგზავნა “ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციაში” რთული შემთხვევების განხილვისა და კვლევების ინტერპრეტაციის მიზნით.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში “ნიუ ჰოსპიტალსში” პერიოდულად ჩამოვლენ ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი და ამერიკელი ექიმები, რომლებიც ჩაატარებენ კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც “ამერიკული კლინიკა თბილისში” დამფუძნებელი ბატონი გიორგი კაციტაძე აღნიშნავს “ “ნიუ ჰოსპიტალსი” არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ პაციენტებს ვაწვდით მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას და რაც მთავარია ვაყალიბებთ პროფესიულ კავშირების მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი “ნიუ ჰოსპიტალსი” ნერგავს და ავითარებს სრულიად ახალ და პროგრესულ მიმართულებებს, როგორიცაა ტელემედიცინა და ასევე ხელს უწყობს წარმატებული ექიმების იტეგრაციას და პროფესიული კავშირების განვითარებას” .

“ნიუ ჰოსპიტალსის” გენერალური დირექტორი ბატონი ნიკა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ “დღეს ნიუ ჰოსპიტალში პაციენტები ასევე სარგებლობენ ამერიკული სტანდარტების და ხარისხის სამედიცინო სერვისებით, ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა პაციენტებს მივაწოდოთ ის სერვისები, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად მათ უწევდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება”.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას