ნოდარ ხადური ტაქსი 200 200-ისა და Yandex ტაქსის შორის დავის საკითხს გამოეხმაურა

ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გააჩნია კონკურენციის საგენტოს, იმოქმედებს იმის ფარგლებში, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური ტაქსი 200 200-ისა და Yandex ტაქსის შორის დავას.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ ტაქსი 200-200-ის საჩივარი არ მიიღო, თუმცა სააგენტოს დაწყებული აქვს წინასწარი სამუშაოები.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ტაქსი 200-200-ს ვთხოვეთ დააზუსტონ საკუთარი საჩივარი, უკვე დავიწყეთ წინაწარი სამუშაოები. ჩვენ დავუკავშირდით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს. ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გაგვაჩნია, კონკურენციის სააგენტო იმუშავებს იმის ფარგლებში. ერთი უნდა ითქვას, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რუსულ კომპანია Yandex-ს ტაქსის ქართული კომპანიები დემპინგში ადანაშაულებენ. ტაქსი 200-200-მა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ საჩივარი ხარვეზიანი იყო, კონკურენციის სააგენტოს მიერ საჩივრის ავტორებს რეკომენდაციები მიეცათ, რათა საჩივრის ტექსტი გაესწორებინათ. ჯერჯერობით ტაქსი 200 200-ს განახლებული საჩივარი არ მოუმზადებია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას