ალეპოში ევაკუაციის პროცესი დღეს განახლდება

როგორც სირიის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, ალეპოში შეჩერებული ევაკუაციის პროცესი დღეს განახლდება.

„მიღწეულია შეთანხმება ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუაციის პროცესის განახლებაზე“, - განუცხადა სააგენტო Reuters-ს წყარომ სირიის მთავრობიდან.

გუშინ მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას.

ლიბანში მდებარე „ალ-მანარ ჰეზბოლა ტვ-ს” ინფორმაციით, სირიის არმიამ ევაკუაციის პროცესი შეაჩერა იმის გამო, რომ მეამბოხეებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში