მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და შენობის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

,,ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ქალაქში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კორპუსის გამაგრების თხოვნა მოსახლეობისგან ჩვენ გასულ წელს მივიღეთ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე დავიწყეთ. ამ და კიდევ სხვა 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ კორპუსს წლის განმავლობაში გავამაგრებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და პირობებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაკეში, მინდელის №1-ში, მე-3 ხარისხის დაზიანების საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებული 17-სართულიანი კორპუსის სექცია გადახრილია 24 სანტიმეტრით და ნაგებობას გააჩნია საძირკვლის ჯდენები. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 306 ხიმინჯის მოწყობა.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 600 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს.

გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად კიდევ 9 ავარიულ სახლს უტარდება. მიმდინარე წელს ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერებისთვის 22 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით 30 ავარიულ კორპუსს გაამაგრებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში