მიტროპოლიტი პეტრე ცაავა - პირველად პატრიარქის მიერ გაჟღერდა, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო

პირველად პატრიარქის მიერ გაჟღერდა, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი, უბრალოდ სინოდის წევრებმა სთხოვეს მის უწმინდესობას, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე (ცაავამ) განაცხადა.

„ის, რომ თითქოს მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი. მე და პატრიარქი ვიყავით ამ კუთხით ერთ აზრზე, უბრალოდ სინოდის წევრებმა სთხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში და დავლოდებოდით გამოძიების წარმართვას, რასაც საბოლოოდ დავეთანხმეთ“, - განაცხადა მეუფე პეტრემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში.

სამშაბათს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოში ყველა, მეუფე პეტრე ცაავას გარდა, თანხმდებოდა ერთ აზრზე, რომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, მისივე უსაფრთოებიდან გამომდინარე, თავდებით არ უნდა გათავისუფლებულიყო.

იხილეთ ვიდეო: მე და პატრიარქი ვიყავით ერთ აზრზე, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო - მეუფე პეტრე

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა