გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ღირსეულად ვატაროთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ღირსეულად ვატაროთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში, - ამის შესახებ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნამდვილად და მე ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვადა, რაც მოცემულია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და ა.შ.“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირები მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდა. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულია რეგულაცია 2017/372 - დადებული ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, რომელიც, თავის მხრივ ცვლის 539/2001 რეგულაციას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ