მოსამართლემ ნარიმან ლომინაძეს დამატებითი დრო მისცა, რათა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა

ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაკავებული ნარიმან ლომინაძის სასამართლო პროცესი გადაიდო, ზაზა ქოქოლაძის მიმართ გადაწყვეტილების გამოსატანად კი მოსამართლე სათათბიროდაა გასული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს იმის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. მოსამართლემ პროცესი ხვალ, 15:00 საათისთვის დანიშნა, სადაც დაკავებულმა აღნიშნული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ზაზა ქოქოლაძეს მის მიმართ გადაწყვეტილების გამოსატანად მოსამართლე სათათბიროდაა გასული.

























