ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი 23 ივნისს განახლდება

ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 8 პირის, გიორგი გუბელაძის, მინდია ბერიძის, მალხაზ ბერიძის, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, გოდერძი გორგილაძის, შალვა ფევაძის, ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი 23 ივნისს 14.00 საათზე განახლდება.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად სცნო. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს, თუმცა, მოწმეები არ დაკითხულან.

ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. დღეს სასამართლო სხდომაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს, მოგვიანებით კი ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა