საიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში
საქართველოს საზღვრებთან ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგია ძლიერდება
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს?
* * *
საიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში
"აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზამ ს-300 ტიპის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები შეიტანა. UMINT/OSINTსადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების "Iნფომნაპალმ" მოხალისეებმა შეძლეს, დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების ს-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი. საქმე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტო და ვიდეო მასალამაც გააადვილა. იუთუბზე 2017 წლის 11 მარტს ატვირთულ ვიდეორგოლზე ნათლად ჩანს, თუ როგორ შევიდა რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით საიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში/"სამი ათეული ვაგონი, მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები."
"ეშელონი სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა ნოვოროსიისკი-კრასნოდარის სარკინიგზო ხაზის პარალელურად ტრასის მონაკვეთზე, ადიღესა და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე.აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო შემადგენლობის ვაგონების სერიული ნომრები ემთხვევა ამავე პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეორგოლზე არსებულ ნომრებსა და იმ პლატფორმების ნომრებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. უტყუარ მტკიცებულებად კი გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების მიერ გადაღებული და შემდეგ თავიანთ სოციალურ გვერდებზე ატვირთული ფოტოები შეიძლება ჩაითვალოს. სავარაუდოდ, ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ახალი, მესამე დივიზიონი განთავსდება ოჩამჩირის ("ნაგვალოუს" პოლიგონზე) ან გალის რაიონში, სადაც 2016 წლის ბოლოდან რუსი ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. კრემლის მსგავსი აქტივობა, შესაძლოა, ნატოს ძალების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოჩენას და მათ მიერ ფოთის პორტის შესაძლო გამოყენებას უკავშირდებოდეს. ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოჩამჩირის რაიონში განთავსების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში მთელი დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონების ნაწილიც კი მოექცევა. გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტსაც. ჩვეულებრივი საარმიიო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გარდა, აფხაზეთში ასევე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის შემადგენლობაში არის 16 ერთეული გამშვები პუნქტი. დივიზიონები განთავსებულია გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკის რაიონში და გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოება "ინფორმნაპალმ", რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაარსდა 2014 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, მისი მიზანი იყო რფ-ის მიერ წარმოებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა და მტკიცებულებების დემონსტრირება რუსეთის აგრესიის შესახებ, რომელიც საწყის ეტაპზე შენიღბული იყო "ყირიმის თავდაცვის" მოქმედებებისა და შიდა უკრაინული სამოქალაქო დაპირისპირების თეზისებით", - აღნიშნავს გამოცემა.
"დღეისათვის ინფორმნაპალმ ტჰს ერთ-ერთი უმძლავრესი რესურსია, რომელიც აწარმოებს საკუთარ გამოძიებებს და აქვეყნებს ცალკეულ მონაცემებს რუსეთის უკრაინაში აგრესიის დამადასტურებელ ფაქტებზე. საზოგადოების მოხალისეები გულდასმით აგროვებენ, აანალიზებენ და ფართო საზოგადოებას დონბასში რუსეთის რეგურალური არმიის მონაწილეობის ფაქტებს წარუდგენენ. გარდა მოხალისე-მზვერავებისა, რომლებიც ახორციელებენ ღია წყაროებიდან (ვიდეო და ფოტოფაქტები, თანამგზავრული სურათების მონაცემები, ინფორმაცია სოციალური ქსელების პროფილებიდან) ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს, და ინსაიდერებისა, რომლებიც უშუალოდ ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) ზონაში იმყოფებიან, |ტაწკქტფზფდქ-ის საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილს შეადგენენ მოხალისე-თარჯიმნები, რომლებიც შეგროვილ მონაცემებს ოც სხვადასხვა, მათ შორის ქართულ ენაზეც ავრცელებენ. როგორც ერთხელ ერთმა რუსმა ექსპერტმა აღნიშნა, რუსული არმიის ყველაზე დიდი მტერი ფოტოკამერიანი მობილურის მქონე და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი რუსი ჯარისკაცია. მართლაც, სოციალურ ქსელებში, კერძოდ კი იუთუბზე და Vკონტაკტე8რუ რუს სამხედროებს, მეტწილად ახალწვეულებს, ნებსით თუ უნებლიეთ, არაერთხელ გაუვრცელებიათ სამხედრო საიდუმლო, იქნებოდა ეს ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება, თუ ახალი შეიარაღების მიღება. მსგავს ფაქტებს ინფორმნაპალმ-ის მსგავსი ინტერნეტჯგუფები აგროვებენ და ავრცელებენ. მათ რუსული მხარის მიერ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების გადაცემის ფაქტები არაერთხელ დაუფიქსირებიათ", - განაგრძობს გამოცემა.
"ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული მხარის მიერ სამხედრო ტექნიკის შეტანას რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ უკავშირებს. მისი თქმით, მოსკოვის სამხედრო აქტივობა კავკასიის რეგიონში სულ სხვა მიზეზებით არის განპირობებული. "რუსეთის არმია დასახული გრძელვადიანი გეგმის თანახმად ახორციელებს მთელი შეიარაღების და ტექნიკის განახლებას (ახლის შეძენა ან მოდერნიზაცია). ამ პროცესს მთლიანად ასრულებენ 2020 წელს. გადაიარაღების პროცესის დასაწყისში პრიორიტეტად არჩეული იყო სამხრეთ სამხედრო ოლქი და დასავლეთის მიმართულება, შემდეგ უკვე სხვა სამხედრო ოლქები. ამიტომ არც ს-300, არც "ბუკ"-ის ახალი მოდიფიკაცია, არც "პანცირ", არც "ისკანდერები", არც ახალი საავიაციო ტექნიკა აღმოჩენას არ წარმოადგენს. შევიხედოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე, რომელზეც ღიადაა თითქმის ყველა სახის ტენდერი წარმოდგენილი და ანალიზისთვის სრულიად საკმარისი იქნება, როგორი მასშტაბით მიმდინარეობს ჯარის გადაიარაღება. ასეთი ტემპით დღეს მსოფლიოს არც ერთი არმიის განახლება არ ხდება. ამას ასწორი შეფასება სჭირდება", - თქვა სალუქვაძემ გამოცემასთან საუბრისას. მისივე თქმით, ნატოს მიერ ფოთის პორტისადმი გამოწვეულმა ინტერესმა რუსეთის პოლიტიკური წრეების გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, ს-300 დამატებითი კომპლექსების აფხაზეთში გადასროლა, შესაძლოა, ერთგვარი კუნთების თამაშიც იყოს. "ყოველ ჩვენს ნაბიჯს რუსეთი დაუპირისპირებს გაცილებით სერიოზულ ზომებს, ამიტომ ყველაფერი გასათვლელია, რას და როგორ გავაკეთებთ", - აცხადებს სალუქვაძე და ამბობს, რომ თუ ნატოს ჩვენს ტერიტორიაზე ბაზები სურს, მაშინ უნდა მიგვიღონ ნატოში, სხვაგვარად ეს დიდი რისკის შემცველია", - დასძენს გამოცემა.
საქართველოს საზღვრებთან ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგია ძლიერდება
"ქართველი ექსპერტები საქართველოში რეგიგიური კონფლიქტის გაღვივების რეალურ საფრთხეზე საუბრობენ. მათი აზრით, ამით დაინტერესებული არიან გარე ძალები. ამ სიტუაციაში საყურადღებოა, რომ მძიმე ვითარება იქმნება საქართველოს საზღვრებთან. ახლო აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფოს რიგებში ისევ იბრძვიან კავკასიელები, ჩრდილოთ კავკასიაში კი ფარულად მოქმედებს ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ვილაიეთი. ტერორიზმთან ბრძოლის მიუხედავად, ტერორისტული ფორმირება აგრძელებს აქტიურ მუშაობას ახალი პირების გადასაბირებლად",- წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში, სათაურით საქართველოს საზღვრებთან ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგია ძლიერდება/ როგორ ებმებიან რადიკალი ისლამისტების ხაფანგში ბავშვები.ხალიფატის პროპაგანდის სამიზნე ყველა ასაკისა და სოციალური ჯგუფის ადამიანია. მის მებრძოლთა რიგებში კავკასიიდან ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცები ხვდებიან. ბოლო დროს ჩეჩნეთში ახალი ტენდენცია გაჩნდა - ისლამური სახელმწიფოს იდეებით დაინტერესდნენ ბავშვები. მოზარდები და ბავშვები აღმოჩნდნენ დაკავებულთა შორისაც. 2016 წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში გროზნოში განხორციელდა თავდასხმები პოლიციის განყოფილებებზე. მასზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამურმა სახელმწიფომ. თავდასხმებს პოლიციელები შეეწირნენ. ამის გამო ჩეჩნეთის პოლიციამ იმდენი ეჭვმიტნილი დააკავა, რომ მათი განთავსება პოლიციის სარდაფებსა და პოლიციელების კაბინეტებშიც მოუხდა. მედიის ინფორმაციით, მათ შორის, ვინც დააკავეს, ცოტაა ამ თავდასხმების მონაწილე. არიან სირიაში წასასვლელად გამზადებული პირები, თუმცა უმრავლესობა ისლამური სახელმწიფოს იდეების მხარდაჭერისთვის აიყვანეს. მათ ნაწილს ახლა ათავისუფლებენ. გამოშვებული ბავშვები აღრიცხვაზე აჰყავთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"რატომ ახალგაზრდავდება რელიგიური რადიკალიზმი? როგორ ებმებიან რადიკალი ისლამისტების ხაფანგში ბავშვები? აღმოჩნდა, რომ ამ საშიში იდეებით გატაცებულ ჩეჩენ ბავშვებში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმოამდგენლები არიან. ექსპერტების აზრით, მოზარდები და ბავშვები სარისკო ჯგუფს მიეკუთვნებიან იმის გამო, რომ ამ ასაკში ხდება მათი პიროვნული ტრანსფორმაცია, რელიგიური იდეოლოგია ხდება მათი პოლიტიკური თვითგამოხატვის ძირითადი ფორმა. ერთი მხრივ, სახელმწიფო არასრულწლოვანებს თავს ახვევს ისლამის გარკვეულ ფორმებს, რელიგიის გაკვეთილებს, დრეს-კოდს, აკონტროლებს მათ ქცევას საზოგადოებრივ ადგილებში. მეორე მხრივ, ჩნდება რელიგიური ალტერნატივა, რომელიც იზიდავს მოსაწავლეებს. ეს ინტერესი არ ნიშნავს, რომ ისინი ტერორისტები არიან. ისლამური სახელმწიფოთი დაინტერესებას მოზარდებში იწვევს მათი ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობა და უფსკრული მოსახლეობის ფენებს შორის. ჩეჩნეთის მოსახლეობის ფენებს შორის. ჩეჩნეთის მოსახელობის სამი მეოთხედი სიღარიბესა და უუფლებობაში ცხოვრობს. მათზე მოქმედებს ასევე გამოვლილი ომები, რომელთა შესახებ ისინი უფროსებისგან არიან ინფორმირებული",- წერს სტატიის ავტორი.
"ზოგიერთი უფლებაშელახული უფროსი ასაკის კავკასიელი იძულებულია, სირიაში გაიხიზნოს. მაგალითად, ერთი მწყემსი ძალოვანებმა უმიზეზოდ დააკავეს და აწამეს. მას აიძულებდნენ, მიეცა ცრუ ჩვენება, თითქოს დანაშაული ჩაიდინა. გათავისუფლების შემდეგ მწყემსი ახლო აღმოსავლეთში გაიქცა, სადაც ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებას შეეკრა. კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს დავალებებს შუააზიელებიც ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ადიღეში ცხოვრობდა და ჯიჰადისტების ადგილობრივ ჯგუფს მეთაურობდა, ახლახან დააპატიმრეს. მას ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის მუხლი შეეფარდა. ცენტრალური აზიიდან გამოგზავნილმა ტერორისტმა დანაშაული აღიარა", - დასძენს გამოცემა.
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს?
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის იმდაგვარ წესებზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო მეთაურს პარლმანეტის წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აირჩევენ. ორგანიაზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, ახალი მოდელი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს, კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებაა. გიგაურის თქმით, მას შასაძლებელია მმართველი გუნდი დათანხმდეს. "დღეს კომისიაში მიდის დისკუსია იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის გამოყენება არ მოხდება. ასევე საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, არამედ მის არჩევანში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. "საბოლოოდ, შეთანხმება ჯერ არ ყოფილა, თუმცა კომისია იცვლის პოზიციას, რომ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების უფრო მეტი ჩართულობა. შესაძლებლია ამას მმართველი გუნდი დათანხმდეს. თუკი პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდეს. ცხადია, ამ ყველფერთან დაკავშირებულია პარლამენტის არჩევის სისტემა - უნდა შეიცვალოს პარლამენტის არჩევის წესი და უფრო სამართლიანი გახდეს", - განაცხადა ეკა გიგაურმა. ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
"საერთოდ მწამს, რომ თუ არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტი, ხალხს უნდა ჰყავდეს, მაშინ იგი მისი ხალხისგან, არა პარლამენტისგან და ვიღაცებისგან უნდა იყოს არჩეული", - აღნიშნავს მსახიობი გივი სიხარულიძე გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
"ვფიქრობ, არჩევნები იმ უფლებამოსილებების შესაბამისი უნდა იყოს, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია. თუ მისი უფლებამოსილება იმდენად შეიზღუდება, რომ მას რეალურად წარმომადგენლობითი ფუნქცია დარჩება, მაშინ ალბათ ლოგიკურია, რომ არჩევის წესიც სახეცვლილი იყოს", - ამბობს მუსიკოსი გია ბაღაშვილი.
"რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. თუ პრეზიდენტის არჩევის წესი არაპირდაპირი გახდება, მივიღებთ საშინელ შედეგს. მივიღებთ ხელისუფლებას, თავდახურულ და თავისთავში ჩაკეტილ, არაფორმალური მმართველობით. და ჩვენ პრეზიდენტის არჩევის საშუალება აღარ მოგვეცემა. ეს ყველაფერი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმი იქნება, რითაც ყველანაირი უბედურება დატრიალდება. ამ ყველაფრით პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყევა მოხდება და საერთოდ აღარაფერი იარსებებს. უმრავლესობა ფაქტობრივად არაფორმალურ მმართველს დანიშნავს", - აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე.
"არ ვეთანხმები. პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საზოგადოებამ. როგორ შეიძლება სახელმწიფოს პირველი პირი ხელისუფლებისგან იყოს არჩეული. პრეზიდენტის ფუნქციები მკვეთრად შემცირდება, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ. არა მგონია, ჩვენ ჯერ იმ დონის განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, რომელსაც პრეზიდენტი არ სჭირდება და ამიტომ იგი ხალხის რჩეული უნდა იყოს", - მიიჩნევს ჟურნალისტი ანა რატიანი.
"არ ვეთანხმები. ვემხრობი იმ ფაქტს, რომ ბერკეტი ხალხის ხელში იყოს და პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების კიდევ ერთი არადემოკრატიულად გადადგმული ნაბიჯი იქნება. აყოველთვის ვღელავ, როდესაც უმრავლესობას ხელში ძალიან დიდი ბერკეტი უვარდება. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუციის რყევა არ მომწონს, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ასეთი სრული ძალაუფლებით მოსული უმრავლესობა მხოლოდ დიქტატურისკენ წავა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ოდითგანვე ძველი ბერძნებიდან დაწყებული მოდის. არა მგონია, ეს ადამინები გამონაკლისები აღმოჩნდენ, ჯერჯერობით ისინი ასე იქცევიან და ამტკიცებენ. რასაც ვხედავ, დიდი მიდრეკილება აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და მის უმავლესობას, სრული დიქტატურით იყოს. დიქტატურაში მაინცდამაინც სისხლიან რბევას არ ვგულისხობ. ისინი, რომ არ დაემსგავსონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკვე ვგრძნობ, ეს ძალიან უნდათ, ამიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის არჩევა, ხალხის ხელში უნდა იყოს. თითოეული ნაბიჯი არასწორად და უდიერად წარმოთქმული სიტყვა პრეზიდენტის ინსტიტუტს არყევს. გამიხარდა სტრასბურგმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სწორი დაგაწყვეტილება რომ მიიღო. მოქალაქეობრივად ეს ბედნიერების ნიშანი კი არ არის, არამედ სირცხვილის, რადგან ქვეყანას უსუსური სასამართლო აღმოაჩნდა. გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე რომ მოსამართლედ დანიშნე და გიხაროდა, სტრასბურგს არ გამოეპარა ეს ყველაფერი, აი შედეგი. თითოეული თქმული სიტყვა ინსტიტუციის წინააღმდეგ, არყევს სახელმწიფოს და სახელმწიფო ამ ისტიტუციებისგან შედგება. ყველაფერი თუ შეარყიე, ფეოდალური ინსტიტუცია დაგრჩება. ხმა მანამდე უნდა ამოიღო, სანამ პრეზიდენტად სათამაშო თოჯინას დანიშნავ", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"