გორში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცათ

გორში, ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ.

მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს.

„ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ. 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცათ

გორში, ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ.

მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს.

„ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ. 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს