თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა №34-ში მცხოვრებ მოსახლეობას გაზის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის მიკრორაიონში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა №34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს „ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებენ კომპანიაში.