ბორჯომის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, სამუშაოები 5 ქუჩაზეა გათვალისწინებული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 27 970 ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 20 მაისისთვის მოხდება.
გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, რუსთაველის №119-ში, ერეკლეს, ქეთევან წამებულისა და კოსტავას ქუჩებზე მოხდება არსებული მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო რობაქიძის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრეები არასოდეს ყოფილა სრულიად ახალი ქსელი მოეწყობა.
„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ობიექტებზე მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, ჭები და ცხაურები“, - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"