გაზეთმა ,,ლელომ’’ საქართველოს სპორტის ისტორიაში 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოავლინა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” რედაქციიდან აცნობეს, 83 წლის ისტორიის მქონე სპორტული გაზეთის ,,ლელოს’’ მიერ ქართული სპორტის საუკეთესო მიღწევები 2 ივნისს, სპეციალურად ამ მოვლენისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე დასახელდება. ,,წლის საუკეთესო სპორტსმენის’’ ტიტული კი ქართველ ძალოსანს ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადაეცემა.
ღონისძიებას დაესწრებიან სპორტის ფედერაციები, სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებული პირები. პარალელურად გაიხსნება სპორტული კაფე Legends, სადაც მომავალში, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, მრავალი აქტივობები გაიმართება.
ღონისძიება 2 ივნისს, 19:30 საათზე, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში” გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"