„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებს. პარტიაში განმარტავენ, რომ მიწის ნაკვეთი ქუთაისის მერიამ უკანონოდ გაასხვისა.
„ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკანონოდ გაასხვისა მიწა. იქ, სადაც დასასვენებელი ადგილები უნდა იყოს ქალაქში, ყველგან მშენებლობები მიმდინარეობს. მოსახლეობას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევენ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ლაშა შალამბერიძემ .
ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ბრალდებებს ქალაქის მერიაში ეხმაურებიან. არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიას ავტოპარკის დატვირთვა ჰქონდა , მიწის გასხვისებით კი, ქალაქის ბიუჯეტმა სოლიდური შემოსავალი მიიღო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"