საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ირაკლი გივიაშვილი დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
”შეხვედრისას ევროპის საბჭოში საქართველოს დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და იმ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში უნდა განახორციელოს. საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი გივიაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ირაკლი გივიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2017 წლის 8 ივლისიდან შეუდგება.