”თელასის“ გუნდი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე მეორედ გავიდა

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი სს „თელასის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მეორედ გახდნენ და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული „თელასის“ გუნდმა 2015 წელს მოიპოვა.

წელს საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 12 ივნისს დასრულდა. ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, „თელასის“ ფეხბურთელებმა ანგარიშით 5:4 გუნდი „ტატიშვილი“ დაამარცხეს. მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ორ ეტაპად ტარდებოდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობდა. ”თელასის“ ფეხბურთელებმა 18 მატჩი ჩაატარეს.

”აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ზაფხულში უეფა ჩაატარებს კენჭის ყრას, სადაც გაირკვევა „თელასის“ გუნდის სავარაუდო მეტოქე.

„თელასის“ გუნდი ფუტსალში უკვე 16 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგების მიაღწია. ზედიზედ სამი წლის მანძილზე, 2013, 2014 და 2015 წლებში, „თელასის“ გუნდი „ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა”, - განმარტავენ კომპანიაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში