საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან შეხვედრაზე თურქეთის სამხედროების მიერ საბერძნეთის საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევის საკითხი წამოსწია.
მისი თქმით, თურქეთის მხრიდან პროვოკაციები და დარღვევები ხელს არ უწყობს პოზიტიურ დღის წესრიგს.
„მე განვუცხადე პრემიერ-მინისტრ ილდირიმს, რომ ეს სიტუაცია ხელს არ უწყობს ურთიერთობებს, რომ სამხედრო საქმიანობა და თურქეთის მხრიდან დარღვევები არ შეიძლება გრძელდებოდეს და არასწორია, რომ კარგი თანამშრომლობისა და პოზიტიური დღის წესრიგის ნაცვლად ჩვენი ქვეყნები იძულებულნი არიან შეიარაღების შეჯიბრში ჩაერთნონ“, - განაცხადა ალექსის ციპრასმა.
საბერძნეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და სტაბილურობის ზღვად უნდა დარჩეს.
თავის მხრივ, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ასევე ბერძნული თვითმფრინავები არღვევენ თურქეთის საჰაერო სივრცეს.
„ეგეოსის ზღვაში დარღვევების თავიდან აცილების მცდელობები ერთობლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"