სააპელაციო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნა და კარლოს რაისიანის სარჩელზე ახალციხის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ბათილად სცნო. ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ავრცელებს.

„2017 წლის 1-ელ აპრილს „თავისუფალი საქართველოს“ ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარის, პარლამენტის ყოფილი წევრის, მელიქ რაისიანის შვილები - აშოტ და კარლოს რაისიანები - სუს-ის და სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს ახალქალაქიდან ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე გაიტაცეს. ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენს ჯერ მათ, ხოლო შემდეგ მათი ოჯახის წევრებს და ურჩევდნენ, რომ თუკი საქართველოში მშვიდი ცხოვრება სურთ „ჭკვიანად უნდა მოიქცნენ“. დაკავებული კარლოს რაისიანი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს ელექტროშოკით. 2 აპრილს დაკავებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომლებმაც სამართალდარღვევის არარსებობის გამო აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო კარლოს რაისიანი დააჯარიმა 250 ლარით „წინააღმდეგობის გაწევისთვის“ (პოლიცია ორივე შემთხვევაში ითხოვდა დაპატიმრებას). პარტიამ კარლოს რაისიანის მიმართ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 22 მაისს სააპელაციო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად სცნო“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება