სურსათის ეროვნული სააგენტო - ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 2015 წლისაა

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან , - ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ”თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

”სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში”, - აცხადებენ სააგენტოში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ