ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ბოლნისის გუნდი გახდა

ფრენბურთში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გამარჯვებული ბოლნისის გუნდი გახდა. ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, 1400-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. სუპერფინალის გამარჯვებულები ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები გახდნენ და მათ ჩეხეთის საგზურიც მოიპოვეს.

მიღებული შედეგების მიხედვით, ბოლნისელი ფრენბურთელები 2018 წლის აპრილში ჩეხეთში, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. გოგონათა გუნდს დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მომავალ ჩემპიონატებზე წარმატებები უსურვა.

,,სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 2017“ ფერნბურთში წარმატებული აღმოჩნდა ბოლნისელი მოსწავლეებისთვის. დასაფასებელია მწვრთნელების შრომაც, რომლებიც ასე იხარჯებიან ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. სასიხარულოა, რომ ეს ბავშვები მომავალი წლის გაზაფხულზე ჩეხეთში დაგეგმილ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. მუნიციპალიტეტი ასეთ გამორჩეულ სპორტსმენებს ყოველთვის გვერდში დაუდგება და წაახალისებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამის შესაბამისად, №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც წარმატებული სპორტსმენები, გამგეობის სტიპენდიანტები არიან, დავით შერაზადიშვილის თქმით, მიღწეული წარმატებისთვის ისინი წახალისების მიზნით, ერთჯერად ჯილდოსაც მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას