ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინერგება

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემები საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქტიურად ინერგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებასა და სერვისების მიწოდებაში.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) 230 საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დანერგილი. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სისტემით 23 735 მომხმარებელი სარგებლობს. აღნიშნული სამსახურის კიდევ ერთი პროდუქტი - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) კი დანერგილია 323 ორგანიზაციაში და 1309 მომხმარებელი სარგებლობს.

eDocument და eHRMS სისტემების დანერგვა სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებში დღემდე გრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სისტემებით სარგებლობენ ისეთი სახელმწიფო დაწესებულებები, როგორებიცაა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები და მათში შემავალი უწყებები (სსიპ, ააიპ, საქვეუწყებო დაწესებულება) დამოუკიდებელი სსიპ-ები, სასამართლოები, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, თვითმმართველი ქალაქები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.

„საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა ორგანიზაციების სამსახურებრივი დოკუმენტებისა და დავალებების მართვის ეფექტური ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საქმისწარმოების პროცესების ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას, დავალებებზე სწრაფ წვდომას, დავალების განაწილებისა და შესრულების კონტროლს, ორგანიზაციული პროცესების მუდმივ მონიტორინგს. ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებელებებში დასაქმებული პერსონალის მონაცემთა ერთიან ბაზას. მისი მიზანია, საჯარო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის ფუნქციის გაძლიერება და განვითარება. აღნიშნული სისტემების გამოყენებით ხორციელდება ზოგადი მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომია, მუშაობის ხარისხის ზრდა, მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მომხმარებელს ბიზნესპროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემების სახელმწიფო უწყებებში დანერგვა მომავალშიც გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა