ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. ფონდის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. დასრულებული სამუშაოები ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის 2 ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, მოხდა არსებული 2 სახიდე გადასასვლელის შეკეთება და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემები.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლასა და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება