დავით ნარმანია - წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს

წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მანქანების ნაკადებთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა და იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური შედეგი დადგება, პეკინზე ავტომობილები ცალმხრივად იმოძრავებენ.

დავით ნარმანიას თქმით, კვლევის ამ დროისთვის არსებული შედეგებით, პეკინის ქუჩის გაცალმხრივების მომხრე არიან როგორც მძღოლები, ისე ცალკეული მოქალაქეები.

„მოქალაქეთა გამოკითხვამ პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც პროექტის ხარისხთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ცალსახად დადებითი პასუხი მოგვცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპორტის და ნაკადების კვლევა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც პოზიტიურ შედეგს მოგვცემს და საბოლოო პასუხს ამის შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩაზე, რომელზეც აქამდე ორმხრივი მოძრაობა იყო, 2 თვეზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მხოლოდ ცალმხრივად გადაადგილდებიან.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება