ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest დაიწყო

ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest დაიწყო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო. Batumi Music Fest-ს სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

„ტრადიციულად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე Batumi Music Fest-ი ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნა. ქართველ პიანისტთან ერთად სცენაზე გამოვიდა ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი. ორკესტრს დავით მუქერია უწევდა დირიჟორობას.

საღამოზე აჟღერდა რიჰარდ ვაგნერის ოპერა "რიენცის" უვერტიურა, სენ-სანსის კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის №1 საფორტეპიანო კონცერტი.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება, სცენაზე შეკრებს როგორც ცნობილ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავებს.

რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და "იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის" ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს პატრონაჟით ტარდება — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება