გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი, გერმანიის „ცვიქაუს პარაცელსიუსის“ კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი ნეიროქირურგი, ფუნქციონალური ნეიროქირურგიის და ნეირო-ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ასლან გერმანიშვილი ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე 21 წლამდე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. ასევე მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, სამედიცინო აქცია 2 და 3 ოქტომბერს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში ჩატარდება, ხოლო 9 ოქტომბერს - „ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში“.
სამედიცინო აქციით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 255 05 05 ან *0505