მეტეხის ხიდზე ჟურნალ „აუტო ბილდის“ ტრადიციული ავტო შოუ გაიმართება

7-8 ოქტომბერს, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, მეტეხის ხიდზე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჟურნალ „აუტო ბილდის“ ორგანიზებით ტრადიციული ავტოშოუ გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

7 ოქტომბერს, დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ანტიკვარულ და ხელნაკეთ ავტომობილებს, ასევე ისარგებლონ სპეციალურად თბილისობისთვის გაკეთებული ფასდაკლებით ახალ ავტომობილებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: „ნისანის“, „ფიატის“, „ჯიპის“ უახლესი მოდელები.

2 დღის განმავლობაში, მეტეხის ხიდზე გამოფენილი იქნება თბილისის ავტო მუზეუმის უნიკალური ავტომობილები. ასევე, სპორტული მანქანები, მოტოციკლეტები, სკუტერები, ველოსიპედები და სხვა საინტერესო მოდელები.

პროექტის პარტნიორია კომპანია „ფრეგო“. საინფორმაციო მხარდაჭერა „რადიო პალიტრა“ და „პალიტრა ტვ“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა