მომავალ წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერ-მინისტრისთვის ახალი დაჯავშნული მანქანის შეძენას გეგმავს

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერ-მინისტრისთვის ახალი დაჯავშნული მანქანის შეძენას გეგმავს. ერთი ერთეული სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანის შეძენაზე ყურადღება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა ილია ტარასაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გაამახვილა.

”ჩვენი მხრიდან არის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე, თუმცა ბიუჯეტი არის იგივე, რაც მიმდინარე წელს იყო. დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმდინარე წელს გათვალისწინებული იყო 47.5 მილიონი ლარი. მომავალი წლის დაფინანსებაც ანალოგიურია, თუმცა ჩვენ მილიონნახევრით მატებას ვითხოვთ. დაგეგმილია სპეციალური დანიშნულების მანქანის შეძენა, რომელიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის პირველი პირებისთვის. ის შეიძლება იყოს როგორც პრემიერისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის. ჩვენ გვაქვს 2011 წლამდე შეძენილი ძველი მანქანები და დღესდღეობით ამ მანქანებით სარგებლობენ. ამ ეტაპზე საუბარია ერთი ერთეული მანქანის შეძენაზე, რაც მოხდება დაახლოებით 200 000 ევროს ფარგლებში”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ილია ტარასაშვილმა.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, აღნიშნული მანქანა განკუთვნილი იქნება პრემიერისთვის, თუ პრეზიდენტისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ის პრემიერ-მინისტრზე საუბრობს, რადგან პრეზიდენტი დაჯავშნული მანქანით იშვიათად სარგებლობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას