გიორგი კვირიკაშვილი - ლიკა ქავჟარაძე დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული

ლიკა ქავჟარაძე დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი უდროოდ გარდაიცვალა. მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

”ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა. მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და მის ოჯახს ეს უდიდესი დანაკლისი. ლიკა ქავჟარაძე არის კინოვარსკვლავი, რომელიც დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსახიობის სახლთან ამ დრომდე იკრიბებიან მისი მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ”ვარდის ფურცლებით მოფენილი უკანასკნელი გზა - ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ”

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში